თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა,რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ნინო ვარდოსანიძემ წარადგინა.
საბურთალოს რაიონში, 26 მაისის მოედანთან მდებარე უსახელო სკვერს სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის აკაკი ჩხენკელის სახელი მიენიჭება. ასევე საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში პეტრე იბერის შესახვევი გაგრძელდება, სოფელ დიღომში კი დავით ბატონიშვილის ქუჩის გაგრძელებას და ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო შესახვევს დავით ბატონიშვილის I და II შესახვევის სახელი მიენიჭება.
კომისიის სხდომაზე, დაბა წყნეთში, ვაჟა-ფშაველას ქუჩის გაგრძელების და გლდანის რაიონში, ივანე კაჭარავას ქუჩის I შესახვევის გაგრძელების საკითხები განიხილეს.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა
აპრილი 29,2024გიორგი ტყემალაძე: „თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება“
მარტი 20,2024სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე თურქეთის ელჩის მოადგილეს შეხვდა
მარტი 19,2024